მწვრთნელი

   

რამაზ სანებლიძე

თამაში 1968 წელს, 20 წლისამ დაიწყო "უნივერსიტეტში" (თსუ)

მალევე აიყვანეს უმაღლეს ლიგაში -- თამაშობდა
"ლოკომოტივში" 1970-73 და 1979 წლებში; "ივერია | ელვაში" 1974-77 წლებში

იდგა მეორე ხაზში, 8 ნომერზე და ბოლოს ბურჯადაც

1972 წელს გახდა საბჭოეთის ბრინჯაოს პრიზიორი

1977 წელს აიყვანეს საბჭოეთის ნაკრებში: თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ლელო დაუდო ბრიტანეთის ნაკრებ "პინგვინებს"

მოთამაშეობის პარალელურად ეწეოდა სამწვრთნელო საქმიანობას და შინაურ პირველობებსაც (დედაქალაქი | რესპუბლიკა | ეროვნული) მსაჯობდა

1973-77 წლებში იყო "უნივერსიტეტის" მთავარი მწვრთნელი;  1975 წელს საქართველოს პირველი ახალგაზრდული ნაკრები წაიყვანა ლიტვაში;  1976 წელს მისივე ხელმძღვანელობით მოეწყო პირველი სტუდენტური გასვლა ჩეხეთში

1975 წელს შექმნა ბავშვთა გუნდი "ივერია"; 1976 წელს იგი პირველად ათამაშა საკავშირო "ოქროს ოვალზე"

1980 წელს, "ივერიისა" და სტუდენტური გუნდების კონტინგენტით, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოაყალიბა "შევარდენი" და საბჭოთა ეპოქის ბოლომდე თითქმის უცვლელად იყო მისი მთავარი მწვრთნელი

1981 და 1987 წლებში "შევარდენი" გამოდიოდა საბჭოეთის უმაღლეს ლიგაში, სხვაფრივ კი -- პირველ ლიგაში. გუნდმა 1981 წელს მოიგო სსრკ-ის ახალგაზრდული ჩემპიონატი;  1984 წელს იყო ჩეხეთში, და საქართველოში პირველმა დადგა რაგბის კარები ინსტიტუტის სტადიონზე

1988 წელს საბჭოეთის სტუდენტური ნაკრების მწვრთნელი იყო პირველ მსოფლიო თასზე, სადაც საბჭოელებმა პირველად და ბოლოჯერ დაამარცხეს ზელანდია და დაიკავეს მეოთხე ადგილი

1991 წელს შექმნა სტუდენტური რაგბის კავშირი; მაგავე ხანაში "შევარდენი" აქტიურად ჩააბა ეროვნულ პირველობაში -- გუნდმა 1994 წელს მეორე ადგილი დაიკავა, მერე და მერე კი მისი ბევრი აღზრდილი გახდა "ბორჯღალოსნების" ლიდერი

 

სხვადასხვა დროს სანებლიძეს მხარში ედგნენ | მცირე ხნით ცვლიდნენ:

   

მერაბ აბდუშელიშვილი

1988 1992

გივი ავლასტიმოვი

1986

რამაზ ბერაძე

1993 1994

ვოვა ბერეკაშვილი

1979

მიხეილ გარუჩავა

1988

თემურ დოჭვირი [ადმ]

1993

ვახო კაპანაძე

1991

დათო კილასონია

1982 1985

დათო კოტრიკაძე [ადმ]

1993

ზურაბ ლოსაბერიძე [ადმ]

1982 1985 1986 1987

თამაზ მგელაძე

1980 1982 1983

გელა მიქაბერიძე

1980

გურამ მოდებაძე

1983

თამაზ პაიჭაძე [ადმ]

1987

სერგო რამიშვილი

1993

თემურ ქემოკლიძე [ადმ]

1981

ზ.ქობელაშვილი [ადმ]

1988

რომეო ღვინიაშვილი [ადმ]

1987

გია შანშიაშვილი

1991

დათო ჭაბუკიანი

1987

კაკო ჭანკოტაძე

1991

   

[ადმ] = ადმინისტრატორი | მენეჯერი