იყო და არა იყო რა ...

დედაქალაქის რაგბის კლუბი, რომელიც ჯერ ბარემ ათი წელი საბჭოეთში წარადგენდა საქართველოს, მერე კი ეროვნულ პირველობას ბურჯად ედგა და მას ფერს ჰმატებდა ...

ჰქონდა ამ კლუბს საკუთარი, რაგბის კარებიანი სტადიონი და ჰყავდა ერთგული გულშემატკივარიც ...

არც წარმატება აკლდა:  იგებდა ჭაბუკთა პირველობებს, ავლენდა აღზრდილებს ნაკრებებში და ასე განსაჯეთ, საზღვარგარეთაც თავად გადიოდა ...

ბოლოს კლუბი დაიშალა. მოისპო ტრადიცია. განადგურდა რაგბის კერა. დაიკარგა სტადიონიც ...

მაგრამ დარჩნენ კლუბის აღზრდილები:  24 მათგანი ბორჯღალოსანი გახდა, ორი კი -- გენერალი!

ამასობაში რაგბი მთელმა ერმა შეიყვარა.  საზოგადოება იცნობს ლეგიონერებს; ეროვნულსა და ჭაბუკთა ნაკრებებსა და ამჟამინდელ კლუბებსაც, "შევარდენი" კი ერთიანად მივიწყებულია -- თითქო არც არსებულა ...

უსამართლობას ხეირი არავისთვის დაუყრია.  სიკეთე მარადია და არც ღვაწლი იკარგება ...