1994

ჯერ შარშანდელი ჩემპიონი გამოვლინდა; არსებულთა შერწყმით შეიქმნა ახალი კლუბები, მაგრამ "მერკური" ზაფხულში’ვე დაიშალა და [საფრანგეთის მოსახილად] შედგა "გუმარი" ...

რუსთავში, ყოფილ ინტერნატებში, აწ კი ჭყონდიდლის დასახლებაში -- ლეგენდარულ "პივის ბოჭკებთან" დაინიშნა შარშანდელი ეროვნული პირველობის 4-გუნდა ფინალი ,,, "შევარდენი" გაორებული იყო: მალევე დასაწყები, ახალი ჩემპიონატისთვის გაკოტრებულ "ამირანს" შეამხანაგებოდა და კონტინგენტის უკეთესი ნაწილი [მწვრთნელიანად!] კოალიციურ "მერკურში" უნდა მიევლინა ...

ახალი ჩემპიონი -- რუსთავის "აზოტი" "შევარდენს" პრაგმატულად ერაგბა, "აიას" ლამის შვიდკაცა გაუმართა, ქუთათურები კი "შევარდენთან" ჯარიმებს ათამაშებდნენ, მაგრამ არეკნებს ურტყამდნენ ...

ნოვოროსიისკის მახლობლად, გელენჯიყში, სპორტ-საზოგადოება "რასიის" ღია (!) პირველობაზე საქართველოს ეროვნულმა (!) ნაკრებმა მოიგო სამი თამაში, მაგრამ კი გვაჯობა ძველმა ნაცნობმა -- "ფილიმ", ვინც ამინდის ჭირვეულობის გამო, მთელი მატჩი ზურგ’ქარში გვერაგბა.  მოსკოვის გუნდში 10 ნომრად მდგარმა შევარდენელმა ნიკო იურინმა ტაქტიკური დარტყმებით რომ დაგვაშამათა, დუგლას "პეტროვიჩ" კავთელაშვილმა იმ წელსვე ნაკრებში იხმო ...

ახალ "მერკურში" 11 მოთამაშე "შევარდენიდან" იყო, 6 "ამირანიდან", ორი "ლავრიდან" და ერთიც "რაშიდან" ...

ივლისში ამერის გუნდების მეტმა წილმა დასვენება არ ისურვა და კავშირთან კრიჭაში ჩამდგარმა, გამართა საკუთარი შეჯიბრი, რომელსაც სახელიც ეგზოტიკური დაერქვა -- ჯერ "მკათათვის პაპანაქება", მერე კი "ხვატი", რათა განრიგის გადაკეთების შემდეგ მონაწილეებს საბუთები არ არეოდათ.  და მაინც, თითო თამაში იმად ჩაიშალა, რომ გუნდები ან ვერ მოგროვდნენ, და ანაც სხვადასხვა (!) დღეს მივიდნენ სტადიონზე ... 

მეამბოხეებს მსაჯები ხომ უჭირდათ და სასტვენსაც დამსწრეთა შორის დაეძებდნენ.  გამოითქვა ბრძნული აზრებიც, "კარი რა საჭიროა, მთავარია მოედანი იყოს დახაზულიო", ერთხელ კი მოხალისე რეფმა ანგარიში საერთოდ არ დათვალა.  ამეების შემდეგ ცხრილის დგენას აზრი დაეკარგა, შემოდგომაზე კი გაირკვა, რომ "ხვატის" ფინიშზე ბოლო მატჩი გაემართა "მერკურს", ხოლო ერთი თვით ადრე, 11 კაცის ამარა -- უწინ ძლევამოსილ "შევარდენსაც" ...

თვე-ნახევრიან ზაფხულის არდადეგებზე 4 (!) გუნდი მოვისაკლისეთ ... ახალი ტალღის ბიზნესმენებმა -- მოფარიკავე მამუკა მიქაშავიძემ და ძველმა შევარდენელმა ბიძინა გეგიძემ კი შექმნეს ბარბაროსული ყაიდის "გუმარი", რათა დაკარგული და გულ-აცრუებული თაობა დიდ რაგბში დაებრუნებინათ ...

საშინაო სეზონი ახალ წლამდე ორი თვით ადრე დასრულდა.  ნოემბერში აღარ გამართულა წუწუნა კლუბების "გიორგობისთვის სუსხი" ... საფრანგეთში კი სტაჟირებაზე წავიდნენ შევარდენელები:  მომავალი "ბორჯღალოსნები" -- ვანო ნადირაძე და სოსო პარწიკანაშვილი ...

  საქართველოს შარშანდელი (1993) პირველობის ფინალი  

რუსთავი, ჭყონდიდლის დასახლება

13/04

რუსთავი

22:6

შევარდენი

14/04

შევარდენი

8:3

აია

15/04

რუსთავი

58:9

აია

საქართველო 1993

გატ:გაშ

1# აზოტი (რუსთავი)  

4

80:15

2# შევარდენი (თბილისი)  

2

14:25

3# აია (ქუთაისი)  

0

12:66

ქულა: 73 გეგელაშვილი (თბლ); 72 ი.ლეჟავა მინდორაშვილი (რსთ);
63 ჩავლეიშვილი (ვსტ), შოთა მოდებაძე (შევ); 47 ნ.იურინი (შევ)

ლელო: 14 მინდორაშვილი (რსთ); 7 ქავთარაშვილი (ვსტ);
6 იურინი (შევ), დგებუაძე (თბლ);
5 რაფავა (რსთ), ზოიძე (შევ), ჩიქვინიძე (რსთ), ასათიანი (ქორ), იოვაძე (ვსტ), სორდია (შევ)

>>     შევარდენი [1993 ფინალში; $ მონაგარი]

15 გოჩა კვაჭანტირაძე, დათო აღლემაშვილი; 14-11 ირაკლი ჩიტაძე, შავლეგ ჯანელიძე, დემირ ძნელაძე $ლჯ, დათო სორდია ©, გია შანშიაშვილი; 10 შოთა მოდებაძე $2ჯ; 9 უჩა კვარაცხელია, დათო დევნოზაშვილი /

1-3 კახა ქურციკიძე, გურამ აბაშიძე, გიორგი ახვლედიანი, ნიკა აბდალაძე, გოგა კერესელიძე; 4-5 ვანო ნადირაძე, სოსო პარწიკანაშვილი; 6-8 მამუკა ტყეშელაშვილი, ზურაბ მჭედლიშვილი, ვახო კაპანაძე, ზურაბ ზოიძე

  საქართველოს 1994 წლის პირველობა  

  პირველი ჯგუფი  

<<    არდადეგებამდე [` ქულა დაექვითა]

26/04

შევარდენი

3:50

აია

04/05

`შევარდენი

7:56

თბილისი

12/05

შევარდენი

9:50

მერკური

18/05

ლელო

39:13

შევარდენი

15/06

ყოჩები

33:0

შევარდენი

22/06

შევარდენი

5:113

რუსთავი

არდადეგები 1994

მ-წ`

გატ:გაშ

აია (ქუთაისი) ^

10

5-1

124:  58

თბილისი

10

5-1

139:  54

აზოტი (რუსთავი)

8

4-2

284:  80

მერკური (თბილისი)

7

4-2`1

156:  62

ყოჩები (თბილისი)

4

2-4

107:195

ლელო (თბილისი)

2

1-5

  91:148

შევარდენი (თბილისი)

-1

0-6`1

  30:341

  ათკაცა   

29/05    ვაკე.  წრიულად. ფინალი აღარ!

1# თბილისი  

3-0  

54:10  

0:19

2# მერკური  

2-1  

62:14  

0:21

3# ყოჩები  

1-2  

29:64  

7:24

4# შევარდენი  

0-3  

  7:64  

--

>>     შევარდენი [1994 პირველობაზე; $ მონაგარი] 

15 არჩილ რეხვიაშვილი, ლადო გვიანიშვილი; 14-11 ზურაბ თაბუაშვილი, დათო ლოლაძე, დათო ბითაძე $ლგ5ჯ, ნიკა არაბული, გია შანშიაშვილი; 10 ზაზა ბანძელაძე $ჯ, რამაზ ბერაძე; 9 უჩა კვარაცხელია, მიხეილ ქვირია /

1-8 გოგა კერესელიძე, ვახო ჭიპაშვილი, ვახო მგელაძე, ლევან რობაქიძე, დათო კახეთელიძე II $ლ, დათო ცხვედიანი ...

(მწვ) რამაზ ბერაძე

  მკათათვის ხვატი (პაპანაქება)  

05/07

 

დაიწყო

 

24/07

მერკური

18:11

თბილისი

არა’ფორმალური ფალავნობა

1# თბილისი  

+9

2# მერკური  

-2

3# ყოჩები  

-7

<<    მერკური

15 თემურ ჩიხლაძე, გია ცინცაძე $ლ, ნიკო იურინი $ჯ, მალხაზ ხაჩიძე $3ლ; 14-11 ირაკლი დვალი $ლ, მიშა ჩაჩუა $ლ, დათო სორდია $ლ, ნუგზარ მგელაძე $3ლ, ალეკო აბდუშელიშვილი $ლ; 10 შოთა მოდებაძე $ლ7გ5ჯ3ა, დემირ ძნელაძე $ლ5გ, დათო აღლემაშვილი; 9 შავლეგ ჯანელიძე $2ლ, დათო დევნოზაშვილი, ვაჟა კვარაცხელია /

1-3 ირაკლი ჩიქავა, გიორგი ბერიაშვილი $ლ, გურამ აბაშიძე $2ლ, ზურაბ თურქაძე $ლ, ირაკლი პატარაია; 4-5 ვანო ნადირაძე, სოსო პარწიკანაშვილი, სოსო სულთანიშვილი $ლ, ზურაბ მჭედლიშვილი, ავთო კვანტალიანი $ლ; 6-8 მამუკა ტყეშელაშვილი $3ლჯ, ზურაბ ზოიძე, ვახო კაპანაძე, ნიკა აბდალაძე, ვიქტორ დიდებულიძე

(მწვ) რამაზ სანებლიძე, რეზო ჩხეიძე

   საფრანგეთის მოხილვა    

გუმარი --

08/10

კრეზ კასტელნო  

34:15

10/10

ალეზის მადანი  

41:0

11/10

პალავაზი  

7:0

12/10

ლანგედოკი  

23:12

<<    გუმარი [@ რაგბში დაბრუნდა]

15 ირაკლი ლეჟავა (რსთ); 14-11 ზურაბ ალანია (@), ირაკლი დვალი (მრკ), შავლეგ ჯანელიძე (მრკ), ნუკრი ხვედელიძე (@ ყოჩ), მერაბ მარჯანიშვილი (თბლ), ლევან ჩიქვინიძე (რსთ), მერაბ ბესელია (@), გიორგი ძაგანელი (@ ყოჩ); 10 კახა მაჩიტიძე (ლიგა, აია); 9 მალხაზ ჭეიშვილი (ყოჩ) /

1-3 ირაკლი ჩიქავა (მრკ ყოჩ), ბაკურ ფირიაშვილი (ყოჩ), ზაზა მოდებაძე (რსთ), გიორგი ბერიაშვილი (მრკ), ლევან ცაბაძე (რსთ), მამუკა გაგნიძე (@ ყოჩ); 4-5 გია რაფავა (რსთ), ზურაბ მჭედლიშვილი (მრკ), ლაშა ჩიქვინიძე (@ ყოჩ); 6-8 დიმიტრი ობოლაძე (თბლ), დავით სორდია (მრკ), ზურაბ ზოიძე (მრკ), ზაზა ლეჟავა (ყოჩ), ვიქტორ დიდებულიძე (მრკ ყოჩ), ნუგზარ მგელაძე (მრკ)

(მწვ) გურამ მოდებაძე; (პრზ) მამუკა მიქაშავიძე; (მნჯ) ბიძინა გეგიძე, გურამ გიორგაძე; (მწთ) შალვა ნადირაძე

<<<  27/05_2020 @ 00.17 >>>