1992

დამყარდა რეკორდები: ... შევარდენელმა ნუგზარ მგელაძემ წელი სამი ჰეთ’თრიქით დაასრულა; "შევარდენი -- აკადემიის" მატჩში კი მეტოქეებმა დაივიწყეს ცხრილი და საერთო ძალისხმევით 15 ლელო და 86 ქულა მოკრიფეს ...

ივნისში ისე მოხდა, რომ ჩემპიონობის ბედი მოედნის ნაცვლად კინაღამ კაბინეტში გადაწყდა ... საქმე აივნიან ოფისში, თასის ფინალის წინ, ორ საათს ირჩეოდა ... უფროსობა 4-ვარიანტა, ჩახლართული დილემის წინაშე რომ დადგა, ამ ერთხელაც დაირღვა დებულება და ... "შევარდენის" ალალი ბრინჯაო ჩოხატაურს გადაეცა ...

11 წლის შემდეგ აღდგენილი თასი პაროდიად იქცა -- ნახევარ’ფინალამდე 17 მატჩიდან 10 ჩაიშალა!

ნაკრების მომზადება "ვაკის შვიდკაცის" მიზანთა მიზნად რომ გამოცხადდა, 6 გუნდის შეჯიბრი არა-ტრადიციულად, ერთ წრედ, უფინალებოდ მოეწყო, რის გამოც კლუბებში საუკეთესო -- "შევარდენი" სიმბოლურად თუღაა ჩემპიონი ... აქედან ამოქმედდა ირბ-ის მიერ აპრილში მოწონებული სიახლეები: ლელო 5 ქულად დაფასდა ...

იტალიაში გასამართ, სტუდენტთა II მსოფლიო თასზე პოსტ’საბჭოური ნაკრები ირბ-ის ჩარევით "პარიტეტულ საწყისებზე" შედგა, და ნოდარ ჩაჩანიძის თქმით -- მაგ "ბოლო ბანაობაზე" -- 26 მოთამაშეში 9 ქართველი მოხვდა ...

ზაფხულის არდადეგებზე ლიხს აქეთა და იქეთაც განმტკიცდა აზრი, რომ სიდუხჭირისა და ერთ’ურთის ყვედრების ჟამს, ამერსა და იმერს ცალ-ცალკე შეექმნათ ლიგები, თვეში ერთხელ კი, რიგ-რიგობით, აქეთ ან იქეთ, გარდამავალი თასისთვის მოწყობილიყო "ამერ -- იმერის შერკინება", რაიც ზეიმად იქცეოდა და ბიჭებს შეარიგებდა ...

მალე აფხაზეთის ომი დაიწყო ... გამოილია ბენზინი, კავშირმა კი აჩქარებული, 4-დღიანი ციკლით დაგეგმა პირველობა, მაგრამ ნაკლული 3 ტურის შემდეგ დავკარგეთ გაგრა და რაგბი განუსაზღვრელი ვადით შეწყდა ... მანამდე ვაკეში, გაგანია თამაშში კურიოზი მოხდა:  სასოფლოზე ჩოხატაურის ამაო ლოდინით შეწუხებული "შევარდენი" საყურებლად მოსულიყო.  ჰოდა, თამაში რომ მოესურვა, მოედანზე შეიჭრა, მოასპარეზეებს ბურთი წაართვა, ჩაათამაშა და ლელოც გაიტანა!

გლოვის ვადის გასვლის შემდეგ ლიხს აქეთ ვეღარავინ ჩამოაღწია, რის გამოც 27 ოქტომბრის საღამოს თათბირმა, რომლის დროსაც ოფისში შუქი ჩაქრა, გააუქმა გამართული 10 მატჩი, სახელდახელოდ ჰყარა წილი და ახალი განრიგი შეიმუშავა ... მალევე გადაწყდა, რომ როცა’კი ამერი და იმერი შეერთდებოდნენ, დაშლის დროის არსებული სტატუს-ქვო აღმდგარიყო ... ამერი 1993 წლის გაზაფხულიანად 2 წრედ აპირებდა თამაშს, იმერი -- 4-ად, რასაც მაისში უნდა მოჰყოლოდა 2-2 უკეთესის პლეი’ოფი, მაგრამ არც ამ გეგმას ეწერა ახდენა ...

"ვესტა -- შევარდენის" დილით პურის მეორედ გაძვირებამ ბიჭებზეც იმოქმედა.  ამის გამო თუ იყო, რომ ფრიად დინჯი და დარბაისელი მორკინალი მსაჯს ეცა, შემაგინეო, და სცემა; მერე ვაკის პარკიდან სროლა ატყდა და რაგბი 17 წუთის შემდეგ’ღა გაგრძელდა ...

ამეების შემხედვარე, კავშირმა 27 ნოემბერს დაასკვნა, ვიდრე მოედანზე უბედურება დატრიალებულა, გვიჯობს შევწყვიტოთ შეჯიბრიო, და საგაისოდ გადადო 9 მატჩი, რომლებიც აღარასოდეს გამართულა.  კლუბები ოფისს არ დაეთანხმნენ და 13 დეკემბერს, სტუდ’ქალაქში თავად გააჩაღეს 4 სახელდახელო ნაკრების ტურნირი, მაგრამ მოთოვა და წამოწყება შუა გზაზე ჩაიშალა ...

  საქართველოს XXV პირველობა (1991/92)  

მეორე წრე

  პირველი ჯგუფი  

16/04

შევარდენი

47:0

ყოჩები

22/04

შევარდენი

32:3

რუსთავი

29/04

აია

15:6

შევარდენი

06/05

ჩოხატაური

25:9

შევარდენი

12/05

შევარდენი

52:34

აკადემია

20/05

ჭიათურა

15:35

შევარდენი

28/05

შევარდენი

49:9

ამირანი

03/06

შევარდენი

46:12

ერქვანი

10/06

ვესტა

27:11

შევარდენი

მეორე წრე 1991/92

  მ-  *`

გატ:გაშ

აია (ქუთაისი) ^

31

16-  2     `1

577:117

ვესტა (თბილისი)

31

16-  2     `1

566:206

ჯანი (ჩოხატაური)

26

13-  5

351:255

შევარდენი (თბილისი)

25

12-  5*1

531:227

ერქვანი | გელათი (ქუთაისი)

23

11-  6*1

242:277

ამირანი | მიმინო (თბილისი)

15

  7-10*1

189:348

ყოჩები (თბილისი)

9

  5-13     `1

180:383

ხარები (რუსთავი)

8

  4-14

199:376

იმერეთი (ჭიათურა)

7

  3-14*1

193:455

აკადემია (თბილისი)

1

  1-17     `1

184:568

<<    დამატებითი თამაში

05/07

აია

6:16

ვესტა @ ხაშური

  მეორე ჯგუფი  

17/04-16/06

შევარდენი’2 --

[შინ]  

თბილისი 10:17, აიეტი 19:37, ონი 0:0, ერქვანი’2 17:3

[გარეთ]  

ქორები 0:66, სათაფლია 0:25, რაში 16:21, უნივერსიტეტი 12:9

II ჯგუფი, II წრე 1991/92

  მ-  *`

გატ:გაშ

თბილისი

26

12-  2*2

338:126

ქორები (თბილისი)

25

11-  2*3

366:134

აიეტი (ქუთაისი)

24

11-  3*2

301:167

სათაფლია (წყალტუბო)

19

  9-  4*3 `2

165:  75

რაში (თბილისი)

13

  8-  9    `3

196:225

ბუბა (ონი)

10

  4-10*2

  74:201

უნივერსიტეტი (წყალტუბო)

9

  3-10*3

155:218

ერქვანი’2 (ქუთაისი)

8

  4-12

131:332

შევარდენი’2 (თბილისი)

7

  3-12*1

121:369

  საქართველოს თასი (1991/92)   

<<    მერვედ’ფინალი

=

ქორები

X:0

შევარდენი

  სტუდენტთა II მსოფლიო თასი   

30/06-18/07    პადოვა (იტალია)   16 გუნდი

<<   ესენგეს (დსთ) ჯგუფი

იტალია ^

2-1  

125:  19

13:8

ირლანდია 

2-1  

115:  36

16:35

დსთ

2-1`1  

  75:  52

--

გერმანია

0-3  

  12:220

46:9

ჩვენები: ... ნუგზარ მგელაძე, ირაკლი ჩიქავა, შავლეგ ჯანელიძე, ირაკლი დვალი, ნიკო იურინი, შოთა მოდებაძე; (მნჯ) რამაზ სანებლიძე (შევ)

<<   ფინალი

1-2 საფრანგეთი 21:9 ზელანდია

  საქართველოს V შვიდკაცა  

12-13/09    ვაკე
ერთ წრედ, უფინალებოდ

საქართველო  

5-0  

7:36

შევარდენი (თბ)

4-1  

--

ვესტა (თბ)

3-2  

7:3

ხარები (რუსთავი)  

2-3  

17:15

ვარსკვლავები

0-4*1

33:7

ყოჩები (თბ)

0-4*1  

38:5

ქულა:  40 ნიკო იურინი (შევ);
36 ნუგზარ ძაგნიძე (საქ); 35 ალეკო ხვედელიძე (საქ), ირაკლი ლეჟავა (ვსტ)

  ორჯერ შეწყვეტილი პირველობა (1992 შემოდგომა)  

<<    ერთიანი პირველი ჯგუფი

28/09

შევარდენი

27:20

ამირანი

03/10

რუსთავი

6:10

შევარდენი

21/10

შევარდენი

35:11

თბილისი

ერთიანი I ჯგუფი 1992 შემ

მ-წ

გატ:გაშ

შევარდენი (თბილისი)

6

3-0

72:  37

ვესტა (თბილისი)

4

2-0

80:  19

ამირანი (თბილისი)

4

2-1

64:  46

ერქვანი (ქუთაისი)

2

1-1

38:  22

ქორები (თბილისი)

2

1-1

10:  25

ხარები (რუსთავი)

2

1-2

38:  37

ყოჩები (თბილისი)

0

0-1

  3:  10

თბილისი

0

0-4

43:152

ვერ ჩაებნენაია (ქუთაისი), ჯანი (ჩოხატაური)

<<    ამერის პირველი ჯგუფი

30/10

შევარდენი

51:11

ქორები

04/11

თბილისი

27:45

შევარდენი

12/11

შევარდენი

5:18

ვესტა

ამერის I ჯგუფი 1992 შემ

მ-წ*

გატ:გაშ

ვესტა (თბილისი)

7

3-0*1

115:  41

ამირანი (თბილისი)

7

3-0*1

  82:  40

ხარები (რუსთავი)

6

3-1

127:  49

შევარდენი (თბილისი)

4

2-1

101:  56

ყოჩები (თბილისი)

0

0-1

  10:  55

თბილისი

0

0-4

  83:152

ქორები (თბილისი)

0

0-4

  31:146

<<    ამერის მეორე ჯგუფი

24/09-25/11

შევარდენი’2 | ლავრი --

[შინ]  

ლელო 20:0, უნივერსიტეტი 30:3, აკადემია 48:9, რაში 37:13

[გარეთ]  

ივერია 26:8, უნივერსიტეტი 17:0, აკადემია 37:3, რაში 20:6

ამერის II ჯგუფი 1992 შემ

მ-წ

გატ:გაშ

შევარდენი’2 | ლავრი (თბ)

16

8-0

235:  42

ლელო (თბილისი)

8

4-1

162:  57

ივერია (თბილისი)

8

4-2

164:  74

უნივერსიტეტი (თბილისი)

4

2-5

  36:156

აკადემია (თბილისი)

4

2-5

  62:212

რაში (თბილისი)

2

1-4

  34:  77

ხაშური

0

0-4

  40:112

<<    შევარდენი  [+ შემოდგომაზე; $ -- ცნობილი მონაგარი, ნაკრებიანად]

15 ნიკო იურინი $5ლ2გ; 14-11 ირაკლი დვალი $4ლ, დემირ ძნელაძე $3ლ3გჯ, ნუგზარ მგელაძე $12ლ, დათო სორდია, ზაალ ფარცვანია, უჩა კვარაცხელია $2ლ, ომარ გურგენიძე, გია შანშიაშვილი; 10 შოთა მოდებაძე $20გ4ჯ; 9 შავლეგ ჯანელიძე $3ლ, ბაია იურინი $2ლ, + ვალერი გუნია /

1-3 ირაკლი ჩიქავა $ლ, გიორგი ახვლედიანი, მირიან თავზარაშვილი, ირაკლი კუსრაშვილი, + ლევან კაკაურიძე, + გია ქავთარაძე; 4-5 ვანო ნადირაძე, სოსო პარწიკანაშვილი $3ლ, კახა ქურციკიძე; 6-8 სოსო მეჭურჭლიშვილი $4ლ, ზურაბ ზოიძე $4ლგ, ვახო კაპანაძე $2ლ, ზურაბ მჭედლიშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი $2ლ, გიორგი კალაძე, სულხან სულხანიშვილი, + ლევან რობაქიძე

(მწვ) რამაზ სანებლიძე; (პრზ) ნოდარ ჩაჩანიძე; (მდვ) მერაბ აბდუშელიშვილი; მეოხი: ლავრი ფირცხალაიშვილი

<<<  26/05_2020 @ 16.18 >>>