1986

მზარდი "შევარდენი" უმაღლეს ლიგაში ავიდა ...

ქვედა ფინალში ბრძოლები გადახდათ "ლოკომოტივსა" და "შევარდენს" ...

ამასობაში ძაან იზარდა რამაზ სანებლიძის "შევარდენი". სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდმა თასზე, დამატებით დროშიღა წააგო კრასნოიარსკთან, პირველი ლიგის თემირთაუს ჯგუფში კი პირველი ადგილი დაიჭირა ისე, რომ მხოლოდ ჯარში გაწვეული ქუთათურებით გაძლიერებულ ტაშკენტთან დამარცხდა და ზედიზედ მეორედ, ხოლო ბოლო ხუთ წელში -- მესამედ, "ლოკომოტივის" კონკურენტად იქცა.

... "შევარდენმა", სამჯერ დაწინაურების მიუხედავად, რომ ვერ ძლია "პრიმორეცი", სასოფლოს "ხვლიკებიან ფერდობზე" მსხდარმა ფანობამ ჩხუბი ატეხა და გუნდი შარში გახვია ...

... პირველ თბილისურ დარბში მსაჯმა 40 ჯარიმა დანიშნა. რომ გასრულდა წრე, ჩვენი ორივე გუნდი, წინა წლისგან განსხვავებით, კვეთის ზემოთ აღმოჩნდა, რის გამოც შინ მეტი უნდა ეთამაშა, ვიდრე გარეთ.  მეტიც, განრიგის თარგით შინაომის მასპინძლობა "ლოკომოტივს" რომ ერგო, "შევარდენს" 7 რაუნდში სულ ორი გასვლა (ლვოვი ლენინგრადი) უწევდა, ანუ წარმატების ჩინებული შანსი ჰქონდა.

ზაფხულში "შევარდენში" ბექთა მწურთნელად მივიდა ძველი ლოკომოტიველი გივი ავლასტიმოვი და გუნდი უკეთ აბურთავდა. ფორმაში ჩადგა მიშა გარუჩავა და დამრტყმელობაში შეეხიდა გია კურატიშვილსა და ვანო საცერაძეს.  გარუჩავამ ტირასპოლს კვირის მატჩში ორი ჯარიმა ცენტრიდან შეუგდო ...

თბილისური რაგბის ძალა ოდითგან ორი მოწინავე გუნდის მეტოქეობაში ყოფილაო, წერდა "ლელო".  დარბს სჯიდა ტაშკენტელი კობერი. დარაზმული "შევარდენი" შაბათს ფორვარდებით მოერია მეტოქეს და ზურგქარში გარუჩავას შეგორებით დაწინაურდა.  კვირას 70 წუთი "ლოკომოტივმა" უტია, "შევარდენს" კი დასარტყამი ჯარიმა ერთიც არ რგებია.  "ლოკომოტივმა" ააცილა სამი გასატანი და ბოლო 10 წუთში სამი არეკნიც ამაოდ სცადა. ჰოდა, 0:0-ს მოჰყვა ტაში, ერთურთის აუგად ხსენება და "კეთილის მსურველთა" მხრივ "ლელოში" ბეზღობა!

"შევარდენმა" უმაღლესის საგზური ფინიშზე უპრობლემოდ გაიფორმა ... "ლოკომოტივმა" მის კვალად’ღა დააფინიშა ...

  საბჭოეთის XXIII ჩემპიონატი  

  პირველი ლიგა  

>>    17-25/05  თემირთაუ (ყარაღანდა, ყაზახეთი)

1# შევარდენი (თბილისი) ^

4-1

 

 

2# მაი (მოსკოვი)

4-1

6:0

 

3# ზვეზდა (ტაშკენტი)  

3-2

6:9

 

4# რადუგა (ტაგანროგი)  

2-3

15:4

 

5# სმი (ნოვოკუზნეცკი)

1-3*1

22:9

 

6# კიიგა (კიევი)

0-4*1

22:3

ან 21:0

  უმაღლესში ასვლაზე  

IX - XVI ადგილები
შევარდენს გადმოჰყვა ჯგუფის ერთი შედეგი

>>    წრის გასრულება [მიმოსვლით]

შევარდენი --

08/06

კაპეი (კიევი)

18:16

15/06

სპარტაკი (მოსკოვი)

6:8

29/06

ტირასპოლი

3:10

06/07

პრიმორეცი

16:21

13/07

ლოკომოტივი (თბ)

3:10

20/07

ლვოვი

6:0

   

I წრე:  

12 პრიმ; 10 ტირ; 8 ლოკ; 6 შევ^

 

6 კპი ლვო; 4 მაი სპარ

>>    კიდევ ერთი წრე [წყვილი მატჩები მიმოსვლით]

შევარდენი --

16-17/08

კაპეი (კ)

15:6

9:0

23-24/08

ლვოვი

0:22

3:15

30-31/08

მაი

9:4

19:7

06-07/09

პრიმორეცი

0:0

3:6

13-14/09

ტირასპოლი

6:4

13:9

20-21/09

ლოკომოტივი (თბ)

18:9

0:0

27-28/09

სპარტაკი (მ)

26:9

17:0

ქვედა ფინალი 1986

  მ-წ*

გატ:გაშ

პრიმორეცი (ლენინგრადი)

32

15-4*2

ელეკტრომაში (ტირასპოლი)

29

14-6*1

შევარდენი (თბილისი)

26

12-7*2

196:156

ლოკომოტივი (თბილისი)

24

11-8*2

212:184

სოკოლი (ლვოვი)

22

10-9*2

სპარტაკი (მოსკოვი)

13

6-14*1

პოლიტეხნიკი | კაპეი (კიევი)

13

6-14*1

მაი (მოსკოვი)

9

4-16*1

  საბჭოეთის XI თასი (1985/86)  

<<    1/16 ფინალი

12-13/04

შევარდენი

(30:0

30:0)

უროჟაი

<<    მერვედ’ფინალი

27/04

შევარდენი

6:10 დდ

კრასნოიარსკი

  საბჭოეთის XII თასი (1986/87)  

<<    1/32 ფინალი

11-12/10

შევარდენი

10:3

26:9

რიგა

18-19/10

რიგა

9:16

20:10

შევარდენი

<<    1/16 ფინალი

25-26/10

ლვოვი’2

10:12

12:4

შევარდენი

14-15/11

შევარდენი

8:0

18:0

ლვოვი’2

>>    შევარდენი

(ბექ) 15 გია კურატიშვილი, ედუარდ ბარსეგიანი, ლადო გვიანიშვილი; 14-11 ზურაბ ალანია, ვანო საცერაძე, ილია მუზაშვილი, გოგა რაზმაძე, თემურ მელაძე, ტარიელ სოკუროვი, თამაზ პაიჭაძე, გოგი კომახიძე; 10 მიშა კალანდაძე, მიხეილ გარუჩავა; 9 შავლეგ ჯანელიძე, გიორგი სურმავა /

(ფორ) 1-3 მამუკა მჭედლიძე, ზურაბ ელიზბარაშვილი, თემურ ალექსიძე, ავთო მაზანაშვილი, გიორგი ბერიაშვილი, მამუკა გაგნიძე, ავთო ჭელიძე, გია გოდერძიშვილი, გელა გოგეშვილი, გია მიქაძე, პაატა ნიკურაძე; 4-5 დავით ბიძინაშვილი, დათო კახეთელიძე, გალაქტიონ ვაშაძე, ალიკ მარტიროსოვი; 6-8 ვახო კაპანაძე ©, ბიძინა გეგიძე, ლევან ხინჩაგაშვილი, გოჩა მაჭავარიანი, ნუგზარ მგელაძე, ჯარნოზ ჩარქსელიანი, ბესო ლობჟანიძე

(მწვ) რამაზ სანებლიძე, შუა/07 გივი ავლასტიმოვი; (მნჯ) ზურაბ ლოსაბერიძე

* ქულა [რაც ცნობილია]

62    კურატიშვილი (ლ 5გ 15ჯ ა)
49    გარუჩავა (2ლ გ 10ჯ 3ა)
29    საცერაძე (2ლ 3გ 5ჯ) 
12    გეგიძე მელაძე (3ლ)
  8    სოკუროვი (2ლ) 
  4    მაჭავარიანი კახეთელიძე ალექსიძე (ლ)
  3    ხინჩაგაშვილი (ჯ)

<<<  26/05_2020 @ 17.30 >>>